მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაევალათ
მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს, ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაევალათ. ისინი ვალდებულნი არიან ფინანსური ანგარიშები, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ. საპასუხო განცხადება უკვე გაავრცელა მოძრაობა „თავისუფლების მოედანმა“. მოძრაობა, ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგებს სიცრუეს უწოდებს.