საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა
ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის” კანდიდატს პარლამენტისგან ნდობის მანდატის მიღება გაუჭირდება, საფრანგეთს კი ინსტიტუციური სტაბილურიბა სჭირდება. საპასუხოდ, მემარცხენე ალიანსმა, „ახალმა სახალხო ფრონტმა“, რომელმაც ივლისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისა და მაკრონის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.
