პასუხი ცრუ ინფორმაციაზე
მორიგი დეზინფორმაცია ოპოზიციური მედიასაშუალებებისგან. მათი ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების მეორე განყოფილებაში პატიმარს სცემეს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი გავრცელებულ ფეიკნიუსს მალევე გამოეხმაურა, მედიასაშუალებები მთელი დღის განმავლობაში, მაინც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. „ქრონიკა“ დღის ბოლოს მსჯავრდებულის ოჯახს დაუკავშირდა. პატიმრის მამა თვითდაზიანების ფაქტზე საუბრობს და გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს
