მადლობა ოლიმპიელებს
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, გურამ თუშიშვილი, ლაშა მარგველაშვილი, ასევე მწვრთნელები, ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი. გარდა ამისა, უკვე საბოლოოდ დამტკიცდა მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ოლიმპიელები, რომლებმაც მედლები მოიპოვეს, დაპირებულ პრემიებს მიიღებენ. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი - ეს საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. პარიზის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგით, საქართველო 204 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
