ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში არ მონაწილეობს
ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაში არ მონაწილეობს. პარტიის სხვა წევრებს არ სურთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ვერ ჩავიდა გვარამია კახეთში. ნიკა მელია შეკითხვებმა ისე გააღიზიანა, რომ იმედის ჟურნალისტს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით, საჯარო ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა მმართველ გუნდში კი გვარამიას მიერ კახელების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ განცხადების გამო ვეღარ ჩადის ის კახელებთან შეხვედრაზე
