უმუშევრობა საქართველოში ისტორიულ მინიმუმზეა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა
უმუშევრობა საქართველოში ისტორიულ მინიმუმზეა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ამ მონაცემების თანახმად, დაქირავებულ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 100 ადამიანით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 41 300-ით. ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც პრემიერის შეფასებით მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგია
