ამბროლაურში საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მორიგი მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა
ამბროლაურში საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მორიგი მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე „გუფი ლენდი“ წარდგა, ჯგუფის წევრებმა მმართველ გუნდს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი დღეს უკვე დუშეთის ცენტრალურ პარკში ჩატარდება, სადაც „ნიუვანი”, ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე იმღერებენ
