პაკისტანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, რამდენიმე ათეულმა შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ გზატკეცილზე ადამიანებს ავტომობილებიდან გადასვლა აიძულა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკმენტები შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი მოკლეს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მიმდინარეობს.
