რუსეთის არმიამ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა
რუსეთის არმიამ უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა. ოკუპანტის იერიშების გამო დაღუპულია სამი ადამიანი, არიან დაშავებულები. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ლუცკში, ზაპოროჟიესა და დნიპროში. უკრაინის პრემიერ მინისტრის ცნობით, ოკუპანტის იერიშმა 15 რაიონი დააზიანა, ოკუპანტის სამიზნე უკრაინის ენერგო ობიექტები იყო, ზოგიერთ რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდება.
