სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი- საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ
სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი- საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ოლიმპიადაზე 204 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა. დღეს დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც ოლიმპიელები დაპირებულ პრემიებს მიიღებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. უმაღლეს ჯილდოებზე არიან წარდგენილები ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.