ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა
ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა და მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქართული ოცნების დამფუძნებელმა და პარტიის საპატიო თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და თქვა, რომ ამ არჩევნებზე ქვეყნის მომავლის ბედი წყდება.
