ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციურმა ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 მოსწავლეს უმასპინძლა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციურმა ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 მოსწავლეს უმასპინძლა. დახურვის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ბანაკში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა. მონაწილეებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ. აგვისტოს თვეშივე განხორციელდა სტუდენტური ბანაკები ხელოვნური ინტელექტის და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე სტემ ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგონებისათვის.