რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან, ქუთაისში შეხვედრისას განიხილა
რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან, ქუთაისში შეხვედრისას განიხილა. დაგეგმილია მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა. პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს. ასევე განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. იგეგმება რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც. ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრები , პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
