ამბროლაურში საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მორიგი მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა
ამბროლაურში საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მორიგი მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე გუფილენდი წარდგა, ჯგუფის წევრებმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს მმართველ გუნდს. ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული კონცერტი დღეს უკვე დუშეთის ცენტრალურ პარკში ჩატარდება, სადაც მაყურებლისთვის “ნიუვანი”, ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე იმღერებენ.
