ისრაელ-ჰეზბოლას დაპირისპირება
ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გამთენიისას ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციები დაბომბა. როგორც პრემიერმა ნეთანიაჰუმ განმარტა, ოპერაცია მიზნად ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური თავდასხმის აღკვეთას ისახავდა. პრევენციული ზომების მიუხედავად, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტისა და დრონის გაშვება შეძლო. მათი დიდი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
