სტიქია და სალიკვიდაციო სამუშაო
უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემები. ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. ბოლო მონაცემებით, 48 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულებს მერია დაეხმარება. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო დროებით შეზღუდული მოძრაობა, სრულად აღდგენილია.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
