შეხვედრა ახალგაზრდებთან
პრემიერის შეხვედრა ახალგაზრდებთან. ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა. განათლების სისტემის განვითარება, საუნივერსიტეტო განათლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა.

სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები