„ერისიონის“ კონცერტი „ბლექ სი არენაზე“
ქართული საგანძური საქართველოში. „ერისიონის“ მესამე კონცერტმა „ბლექ სი არენას“ სივრცეში ანშლაგით ჩაიარა. ქორეოგრაფია და მრავალხმიანობა, რომელიც ქართულ კულტურასა და ისტორიას აცოცხლებს ათასობით მაყურებელმა იხილა. ანსამბლმა ის პროგრამა წარადგინა, რომელიც ევროპის დიდი საგასტროლო ტურნესთვის შეიქმნა.
