რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ოჯახური ღირებულებების დაცვის მოწოდებით გამოვიდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, ოჯახური ღირებულებების დაცვის მოწოდებით გამოვიდა. „მხარს ვუჭერ ეკონომიკურ, რელიგიურ, სიტყვის და სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ერის ქსოვილის რღვევის. ის, ვინც დასცინის ოჯახურ ღირებულებებს, ცარიელი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩემთვის, როგორც ნორმალური ადამიანისთვის, პრიორიტეტია ოჯახი, სამუშაო და რწმენა“,-აღნიშნა ჩოლაკუმ.