უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით მიიტანა იერიში
უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით მიიტანა იერიში. ოლქის გუბერნატორის, ინფორმაციით, თავდასხმა რაკიტნოეს დასახლებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაშავებულთა შორის 3 არასრულწლოვანია. დაზიანებულია 10-მდე საცხოვრებელი სახლი, კომერციული ობიექტები და ავტომობილები.
