ისრაელმა „ჰეზბოლას“ ობიექტები დაბომბა
ისრაელმა „ჰეზბოლას“ ობიექტები დაბომბა. პრემიერ ნეთანიაჰუს განმარტებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ლიბანის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული. ოპერაციაში ასამდე მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა. ინტენსიური საჰაერო იერიშის დაწყებიდან მალევე „ჰეზბოლამ“ გაავრცელა ინფორმაცია ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტისა და დრონის გაშვების შესახებ, რაც დაჯგუფების განმარტებით, პასუხი იყო „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე. „ჰეზბოლა“ ირწმუნება, რომ ისრაელზე თავდასხმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა. ისრაელის მხარის მტკიცებით კი, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების უმეტესობა განეიტრალებულია.
