ვითარება ახმეტის მუნიციპალიტეტსა და რიკოთზე
ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. პანკისსა და მიმდებარე სოფლებში სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ხეებისგან ჩახერგილი შიდა და ცენტრალური გზები მთლიანად გაიწმინდა. ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგია. ბოლო მონაცემებით, 48 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულებს მერია დაეხმარება. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.
