ირაკლი კობახიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წელს ჯამში 800-მდე ახალგაზრდა, 8 ნაკადად მიიღო.