სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი დასრულდა
სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის მიმდინარეობისას მხატვრებსა და მოქანდაკეებს ჰქონდათ ყველა პირობა საკონკურსო ნამუშევრების შესაქმნელად. გაიმართა ფოტოკონკურსიც. ხელოვნების ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა. კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.
