საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაცია ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებების სეზონს აგრძელებს
საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაცია ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებების სეზონს აგრძელებს. ლისი იპოდრომზე „საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი დაბრკოლებათა გადალახვაში“ მეხუთედ გაიმართება, სადაც მონაწილეობას თბილისის იპოდრომის, ფოთის, ამბასადორისა და მენესის საცხენოსნო კლუბის მხედრები მიიღებენ. შეჯიბრის მიზანი მხედრების წახალისება და საქართველოში საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა.
