საფრანგეთის პოლიციამ 33 წლის ალჟირელი დააკავა, რომელიც ქალაქ ლა გრანდ-მოტეს სინაგოგასთან ხანძრის გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი
საფრანგეთის პოლიციამ 33 წლის ალჟირელი დააკავა, რომელიც ქალაქ ლა გრანდ-მოტეს სინაგოგასთან ხანძრის გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამძებრო ოპერაციაში 200-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ინციდენტი სინაგოგასთან მდებარე ავტოსადგომზე გუშინ მოხდა. ბოროტმოქმედმა სინაგოგის შესასვლელი კარი დაწვა და ავტოსადგომზე მანქანებს ცეცხლი გაუჩინა. ერთ-ერთი მანქანის აფეთქების შედეგად პოლიციელი დაშავდა. საფრანგეთის პოლიციამ მომხდარი ანტისემიტურ ნიადაგზე ჩადენილ ტერორისტულ ქმედებად შეაფასა.
