გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქალაქ ზოლინგენში თავდასხმა 23 აგვისტოს განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის 650 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალზე 3 ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციას თავად ჩაბარდა. ის ეთნიკურად სირიელი, ისა ალია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს.