ისრაელში ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართა
შექმნილი ვითარების გამო ისრაელში ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ათასობით რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული.
