ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების შესახებ იტყობინება
ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების შესახებ იტყობინება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, პრევენციული დარტყმები ჰეზბოლას ობიექტებზე განხორციელდა. ოპერაციაში ისრაელის სამხედრო ავიაცია იყო ჩართული. პარალელურად, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული დრონები და რაკეტების უმრავლესობა გაანეიტრალა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, ქვეყანაში 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
