საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღის აღსანიშნავი ღონისძიება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე ახალგაზრდულ კლუბ „იუზტიციას“ წევრებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. გასვლითი აქტივობის ფარგლებში, „სტუმრის საათის“ ფორმატში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ნიკა ცხვარაშვილსა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეს. სააკაძის სასწავლო ბაზაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა გაიარეს 2-დღიანი ტრენინგი პროექტების მართვის თემაზე. გაიმართა შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალ საგანმანათლებლო პროექტ „სტუდია იუსტიციის“ შემოქმედებით გუნდთან.
