ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. პანკისსა და მიმდებარე სოფლებში სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ხეებისგან ჩახერგილი შიდა და ცენტრალური გზები მთლიანად გაიწმინდა. ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგია. ბოლო მონაცემებით, 48 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულებს მერია დაეხმარება.
