ალექსანდრე დარახველიძე შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
