ჯოზეფ ბაიდენის, კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო 37 წლის ტენესელ მამაკაცზე საქმე აღიძრა
ჯოზეფ ბაიდენის, კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო 37 წლის ტენესელ მამაკაცზე საქმე აღიძრა. კაილ ალტონ ჰოლს ბრალი მოქმედი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ექსპრეზიდენტის მიმართ მუქარის მუხლით წარედგინა. თითოეულ ბრალდებაზე მას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მუქარის შემცველ პოსტებს ის სოციალურ პლატფორმა „იქსზე“ აქვეყნებდა.
