ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ სირსკის არმიის გენერლის წოდება მიანიჭა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ სირსკის არმიის გენერლის წოდება მიანიჭა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლად თებერვალში დაინიშნა. მან პოსტზე ვალერი ზალუჟნი შეცვალა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში უკრაინის ელჩია.
