უკრაინამ კიდევ 115 სამხედრო ტყვე დაიბრუნა
უკრაინამ კიდევ 115 სამხედრო ტყვე დაიბრუნა. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. ტყვეების გაცვლის პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით განხორციელდა.
