აფეთქება საფრანგეთში
საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ლა-გრანდი-მოტეში მომხდარ აფეთქებას პოლიცია ანტისემიტურ, ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. ინციდენტი სინაგოგასთან მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. მანქანის აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. სათვალთვალო კამერამ ახალგაზრდა კაცი დააფიქსირა, რომელმაც მანქანას ცეცხლი წაუკიდა. მას პალესტინის დროშა ჰქონდა შემოხვეული და სავარაუდოდ შეიარაღებული იყო.
