დაზიანებული დროებითი სარმის ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია
ქუთაისი-ალპანა, მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე არსებულ საავტომობილო გზაზე დაზიანებული დროებითი სარმის ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. აღდგენილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორ მხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
