გარდაიცვალა „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე
გარდაიცვალა „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე. გიორგი პირველ არხზე რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და არაერთი მოვლენის ამსახველი სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული. იგი, დიდი პასუხისმგებლობით აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ტელეკომპანია იმედის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გიორგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენს კოლეგებს.