აჭარის დელეგატები
ცნობილია „ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატების ვინაობაც. ბათუმის დელეგატი იქნება რამაზ ჯინჭარაძე, ქობულეთის, ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოში ვახტანგ ბერიძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დელეგატების წარდგენის საფუძველი არის მათი პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული.
