საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგასთან მდებარე ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა
საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგასთან მდებარე ავტოსადგომზე ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად პოლიციელი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავები ეძებენ პირებს, რომლებმაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩინეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
