უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია მრავალ წლიანი ხეები, დაზიანდა ელექტრო გადამცები ბოძები და გაზსადენის მილები. ქარმა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები ნაწილობრივ დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები, ასევე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ხის წაქცევის შედეგად, ავტომობილი დაზიანდა გამსახურდიას გამზირზეც, შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ ლოკაციებზე მუშაობენ ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები. ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან.
