ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტები რეგიონებში გრძელდება
ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტები რეგიონებში გრძელდება. მუსიკალური საღამო ამჯერად ცაგერში გაიმართა. ქვეყნის მშვიდობიანი გზით განვითარების სურვილმა ცაგერის ცენტრში უამრავი ადამიანი შეკრიბა. კონცერტის მონაწილეებმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.