საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე საუბარობენ მმართველ გუნდში
საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე საუბარობენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების განცხადებით, არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება პარლამენტს საშუალებას მისცემს, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი და არა კონსტიტუციურ ძალად გამოაცხადოს. ასევე ძალაში შევიდეს ლგბტ პროპაგანდის გავრცელების საწინააღმდეგო კანონი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომლისთვისაც ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. თავად ადრესატები, ნაც მოძრაობა კონკრეტულ კითხვებს გაურბიან და პასუხს არ სცემენ.
