მსოფლიო კარატეს ფედერაციის განახლებული სამსაჯო რეიტინგის ლიდერი ქართველი თათია მელუაა
მსოფლიო კარატეს ფედერაციამ განაახლა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგი, სადაც პირველი პოზიცია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო მსაჯმა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციების ეგიდით, თათია მელუამ დაიკავა
