დილით მოსულმა უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა
დილით მოსულმა უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეები, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ბოძები და გაზსადენის მილები. ქარმა ასევე საცხოვრებელი კორპუსების სახურავები ნაწილობრივ დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები, ასევე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ხის წაქცევის შედეგად, ავტომობილი დაზიანდა გამსახურდიას გამზირზეც, შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ ლოკაციებზე მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფები. ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან
