თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა
თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა. ბათუმის დელეგატი იქნება რამაზ ჯინჭარაძე, ქობულეთის, ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოში ვახტანგ ბერიძე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დელეგატების წარდგენის საფუძველი არის მათი პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული
