უკრაინის თავდაცვის ძალები რუსებს თანდათან აძევებენ ხარკოვის ოლქიდან და ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე აღარ დარჩებიან
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსებს თანდათან აძევებენ ხარკოვის ოლქიდან და ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე აღარ დარჩებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარმატებული კონტრიერიშის შედეგად ხარკოვში რუსების კონტროლ ქვეშ მყოფი ერთ-ერთი დასახლებული რაიონი დაიკავეს
