საკონსტიტუციო უმრავლესობა
საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. მმართველი გუნდის განცხადებით, არჩევნებში უმრავლესობის მოპოვება პარლამენტს საშუალებას მისცემს, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ქმედებებს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი და არაკონსტიტუციურ ძალად გამოაცხადოს. ასევე ძალაში შევიდეს ლგბტ პროპაგანდის გავრცელების საწინააღმდეგო კანონი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომლისთვისაც ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს