სოფლის მეურნეობის მინისტრი აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო. თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო მეორე წელია ახორციელებს. პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. ამ პროგრამით ფერმერებმა მიმდინარე წელს უკვე მიიღეს, დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება.
