როსტოვის ოლქში ალმოდებულ ნავთობბაზე დრონების ახალი თავდასხმა განხორციელდა
როსტოვის ოლქში ალმოდებულ ნავთობბაზე დრონების ახალი თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი 18 აგვისტოს, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად გაჩნდა. რუსი მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის გამო დაშავებულია 47 მეხანძრე. რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, განმეორებითი თავდასხმის დროს გაჩნდა საფრთხე, რომ ალი ნავთით სავსე ავზებს მოედოს და უფრო დიდი მასშტაბის ხანძარი გამოიწვიოს.